ბუზთა ბატონი, უილიამ გოლდინგის 1954 წელს გამოსული რომანია, რომელიც უკაცრიელ კუნძულზე სკოლის მოსწავლე ბიჭების შესახებ მოგვითხრობს. ნაწარმოებში ბიჭები საკუთარ აგრესიულ ბუნებას ავლენენ, რაც არაერთი კონფლიქტური და ტრაგიკული შედეგის მომტანი ხდება. ბუზთა ბატონი ინგლისურენოვან სამყაროში პოპულარული ნაწარმოებია, რომელიც ხშირად სკოლის პროგრამებშიც გხვდება. თუმცა, ის რასაც გოლდინგი აღწერს მისი ფანტაზიის ნაყოფია, ის არც რომელიმე მეცნიერულ კვლევას ეფუძნება და არც რეალურად მომხდარ რამე ამბავს. თანამედროვე ისტორიკოსმა რუტგერ ბრეგმანი წიგნის სიმართლეზე შემოწმება გადაწყვიტა. ამ ძიების პროცესში მან აღმოაჩინა რომ მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ტონგელების მოზარდთა ჯგუფი ცნობილი ნაწარმოების გმირების მსგავსად დაუსახლებელ კუნძულზე აღმოჩნდა, თუმცა, გოლდინგის ნაწარმოებისგან განსხვავებით მათი ურთიერთობა თანამშრომლობას ეფუძნებოდა