რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები, სოციოლოგები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ.

მარიამ ახალკაცი, კინომცოდნე და კიმოყვარული, სამი სხვადასხვა ფილმის მაგალითზე არამხოლოდ ქალ მთავარ გმირებზე, არამედ მათზე როგორც მკურნალ პროტაგონისტებზე საუბრობს. მარიამის მიერ შერჩეული ფილმები გეოგრაფიულად განსხვავებულ მაგალითებს წარმოადგენენ. ჩრდილოეთ მაკედონია (“თაფლის ქვეყანა”), საქართველო (“ნამე”) და ისლანდია (“ტალღების გაპობისას”) ეს ის სამი ქვეყანაა სადაც მარიამის მიერ განხილული ფილმების მოვლენები ვითარდება