სამხრეთ კორეულმა კალმარის თამაშმა ნეტფლიქსის პლატფორმაზე აბსოლუტური რეკორდი მოხსნა და დღეის მდგომარეობით ყველა დროის ნახვად სერიალად იქცა. ასეთი პოპულარობა არ შეიძლება არ იყოს სიმპტომატური და არ გვეუბნებოდეს მნიშვნელოვანს თანამედროვე სამყაროს შესახებ. სწორედ ეს ხდის კალმარის თამაშის განხილვის თემას მომხიბვლელს. მორიგ კინო ესსეში გარჩეულია ის თემები რომლებიც სერიალში ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ერთგვარ ექოდ გვევლინებიან, იქნება ეს ვალის, კლასობრივი საზოგადოების, ორგანიზების საკითხები თუ არაერთი სხვა მოტივი რომელსაც სერიალში ვხედავთ
კალმარის თამაში [Squid Game] – რას გვეუბნება მეინსტრიმი სამყაროს შესახებ
