“კინოსკოლა ლიტაგორა” ჩვენი სპეცპროექტია რომელსაც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ვამზადებთ. პროექტის ფარგლებში გთავაზობთ 10 ვიდეოს, თითოში კონკრეტული დარგის პროფესიონალი ვრცლად საუბრობს ამა თუ იმ თემაზე, იქნება ეს სცენარის წერა, განათებაზე და ხმაზე მუშაობა, თუ რომელიმე სხვა კომპონენტი რომლის გარეშეც კინო ვერ იარსებებდა.
განათება ყოველი ფილმის განუყოფელი ნაწილია, ეს ის კომპონენტია რომელიც ამბის თხრობაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. რას ნიშნავს სწორი განათება, ან არსებობს კი, სწორი განათება, რა უნდა გავითვალისწინოთ ბუნებრივი თუ ხელოვნური განათების მქონე სეტზე, ეს და არაერთი სხვა საკითხი ამ ვიდეოში კინოგამნათებლის თენგო კასრაძის საუბრის ფოკუსის საგანს წარმოადგენს
თენგო კასრაძე | “სწორი” განათება არ არსებობს
