“კინოსკოლა ლიტაგორა” ჩვენი სპეცპროექტია რომელსაც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ვამზადებთ. პროექტის ფარგლებში გთავაზობთ 10 ვიდეოს, თითოში კონკრეტული დარგის პროფესიონალი ვრცლად საუბრობს ამა თუ იმ თემაზე, იქნება ეს სცენარის წერა, განათებაზე და ხმაზე მუშაობა, თუ რომელიმე სხვა კომპონენტი რომლის გარეშეც კინო ვერ იარსებებდა. პროექტის მეხუთე ეპიზოდში ჯერი კინომხატვრობაზეა.
კინომხატვარი კახაბერ ბერელიძე გარდა იმისა რომ საკუთარ გამოცდილებას და დაკვირვებას გვიზიარებს, საუბრობს ამ პროფესიის წარმომადგენლის და მისი გუნდის ფუნქცია-მოვალეოებზე და იმაზე თუ რა უნდა გაითვალისწინოს მხატვარმა ფილმის ლიტერატურული ფუძის, სცენარის, ეკრანზე თარგმნის პროცესში
კახაბერ ბერელიძე | ფილმის მხატვრული მხარე
