გიზიარებთ ლიტაგორას იუთუბ არხზე წლის ყველაზე პოპულარულ ვიდეოებს ნახვების მიხედვით.

5.
მეხუთე პოზიციას რუბრიკა3ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდი იკავებს, რომელიც ჩვენს არხზე მაისში აიტვირთა. ამ ვიდეოში ლიკა ჯალაღონიამ კინოს მიერ ასახულ ზღაპრულ სამყაროზე ისაუბრა და ამ მხრივ სამი საინტერესო ნამუშევარი მიმოიხილა

4.
2021-ში მნიშვნელოვანი სიახლე გვქონდა, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით “კინოსკოლა ლიტაგორა” წარმოგიდგინეთ, სადაც სხვადასხვა კინოპროფესიონალმა ვიდეოთა სერიაში საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა. ერთ-ერთმა ეპიზოდმა, თიკო ნადირაშვილის მონაწილეობით, ამ სიაში მეოთხე პოზიცია დაიკავა

3.
მესამე პოზიციას რუბრიკა3წიგნის ეპიზოდი იკავებს, რომელიც წლის დასაწყისში ჩავწერეთ და რომელშიც ანალიტიკოსი რეზი ქოიავა აწ უკვე საქართველოშიც პოპულარულ თემას კრიტიკული თვალით უყურებს და ამავდროულად ამ თემაზე სამ აქტუალურ წიგნს გვირჩევს

2.
წლის საუკეთესო ფილმების ათეულები, რუბრიკა რომელსაც ყოველწლიურად 2016-ის შემდეგ გთავაზობთ, არხზე ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა, ამ მხრივ გამონაკლისი არც გასული წელი აღმოჩნდა

1.
მიუხედავად იმისა, რომ კინო ესსეს ფარგლებში მომზადებული ვიდეო განხილვა “კალმარის თამაშის” შესახებ მხოლოდ წლის მიწურულს განთავსდა, დროის მოკლე მონაკვეთში მან მაინც მოახერხა არხზე წლის ყველაზე პოპულარული ეპიზოდი გამხდარიყო