რუბრიკა სამი წიგნი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ავტორები, კრიტიკოსები, მკვლევრები და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულები, იქნება ეს მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა, მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და სხვადასხვა წიგნებში არსებულ თემებს განიხილავენ.
გიორგი გაბელია, კინომკვლევარი და სოციოლოგი, მორიგ ეპიზოდში სტუმრის ფენომებზე საუბრობს და მიმოიხილავს თუ რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს ლიტერატურულ სამყაროში სხვა ქვეყანაში სტუმრად ჩასული ადამიანის მდგომარეობა. გიორგი თემაზე სამი პოპულარული ავტორის და მათი ნაწარმოების მაგალითებზე საუბრობს, ესენია; ჰენრი მილერის “მარუსის კოლოსი”, იტალო კალვინოს “უხილავი ქალაქები” და მაქს ფრიშის “შტილერი”