“კინოსკოლა ლიტაგორა” ჩვენი სპეცპროექტია რომელსაც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ვამზადებთ. პროექტის ფარგლებში გთავაზობთ 10 ვიდეოს, თითოში კონკრეტული დარგის პროფესიონალი ვრცლად საუბრობს ამა თუ იმ თემაზე, იქნება ეს სცენარის წერა, განათებაზე და ხმაზე მუშაობა, თუ რომელიმე სხვა კომპონენტი რომლის გარეშეც კინო ვერ იარსებებდა. როდესაც წარმოვიდგენთ ფილმს, ერთ-ერთი პირველი რაც შეიძლება გაგვახსენდეს მსახიობის კომპონენტია. შეიძლება გქონდეთ კარგი სცენარი, კარგი განათება და ზოგადად, კარგი ტექნიკური მხარე მაგრამ თუ მსახიობი მასზე დაკისრებულ დავალებას ვერ ასრულებს, ფილმი წარუმატებელია.

რიგით მეოთხე ეპიზოდში თინათინ ყაჯრიშვილი, რეჟისორი და პროდუსერი, კინოწარმოების ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხარეზე საუბრობს. როგორ შევარჩიოთ მსახიობი, როგორ ვიურთიერთოთ მასთან სცენარის გაცნობის ეტაპზე, გადასაღებ მოედანსა თუ მის მიღმა, და კასტინგთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ის თემებია რაზეც თინათინ ყაჯრიშვილი კინოსკოლის მორიგ ვიდეოში გვესაუბრება