Material Hunters თანამედროვე ხელოვნებაში მოღვაწე კოლექტივია, რომელიც 2015 წლიდან არსებობს. ამ წლების განმავლობაში ჯგუფმა არა ერთი არტისტი გააერთიანა და სხვადასხვა არტ სივრცეში დამთვალიერებლების წინაშე ფორმით და შინაარსით განსხვავებული ინსტალაციით თუ პერფორმანსით წარსდგა. მიუხედავად იმისა რომ Material Hunters-ი ინდივიდებისგან შემდგარი ჯგუფია, ამავდროულად ეს გაერთიანება ერთი ორგანიზმივითაა, რომელიც მრავალ სხვადასხვა იდეასა და ხედვას ერთ საერთო ჩარჩოში აქცევს. ამავდროულად Material Hunters არ ერიდება ექსპერიმენტს და მუდმივად სამყაროს ახლებური აღქმის და მიგნებების ძიებაშია. ცოტა ხნის წინ ჯგუფთან ერთად მთლიანი დღე გავატარეთ და ერთის მხრივ შევეცადეთ გაგვეგო ის ფილოსოფია, რომელიც კოლექტივს ამოძრავებს, და მეორეს მხრივ ვისაუბრეთ ხელოვნების არსსა და დანიშნულებაზე. საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის შესახებ ვიდეო მოვამზადეთ, რომელიც წარმოადგენს მცდელობას გადმოსცეს ამ ჯგუფში გაერთიანებული ადამიანების მსოფლმხედველობა