ფედერიკო ფელინის 1960 წლის “ტკბილი ცხოვრების” მთავარი პერსონაჟი მარჩელოა, რომში პროვინციიდან ჩამოსული ჟურნალისტი რომელსაც მდიდრული და ბოჰემური ცხოვრება ხიბლავს. თუმცა, საზოგადოებას რომელშიც ის ტრიალებს დაკარგული აქვს ფუნქცია და მიზანი. ეს თვითტკბობისა და ფუჭი აქტივობების გარემოა სადაც ბედნიერად არავინ გრძნობს თავს. ამავდროულად, “ტკბილი ცხოვრება” პერსონაჟების ცხოვრების ინდივიდუალური აღწერის მიღმა, ზოგადად 50-იანი და 60-იანი წლების იტალიის აღმწერადაც გამოდგება, იმდენად რამდენადაც ეს ის ქვეყანაა რომელიც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიოს შემდგომი პერიოდში იმყოფება და გლობალურ რუკაზე პროვინციულ მდგომარეობას ვერ აღწევს