ახალ სეზონს ვიწყებთ. თუმცა, სანამ ლიტაგორასთვის უფრო ტრადიციულ ვიდეოებზე გადავიდოდეთ, ერთგვარ შესავალს და ზაფხულში აღბეჭდილი ბუნების კადრების კომპილაციას გთავაზობთ. წელიწადის ეს დრო შვებულებასთან და დასვენებასთან ასოცირდება, ეს ის პერიოდია როდესაც ადამიანს შესვენების, რითმის ცვლის და ახლო წარსულის თუ მიმდინარე პროცესების გადააზრების საშუალება ეძლევა. ეს ვიდეო ასეთი მდგომარეობის ასახვის მცდელობას წარმოადგენს. მაყურებლისთვის კი, ერთგვარ მედიტაციადაა ჩაფიქრებული, უშუალოდ ჩვენი არხისთვის კი ის გასულ და მომავალ სეზონებს შორის წყალგამყოფადაც შეგვიძლია მოვიაზროთ. აქ ასახული კადრები გადაღებულია რაჭაში, ანაკლიასა და ენგურჰესის მიდამოებში