ანა გულისაშვილი ქალაქმგეგმარებელია. ეს პროფესია მას არა თუ ხელს არ უშლის, არამედ ეხმარება ესკიზების შექმნაში, რომლებსაც ის ჩანახატების წიგნაკში აგროვებს. ეს ესკიზები, რომლებსაც ანა არა მხოლოდ მოგზაურობისას, არამედ თბილისში ყოფნისასაც ქმნის, მეტწილად ურბანული ხასიათისაა. ამ ვიდეოში ანა საუბრობს არა მხოლოდ საკუთარ ნამუშევრებზე, არამედ ურბანულ თემატიკაზეც, რა განაპირობებს ამა თუ იმ უბნის თუ ქუჩის ხასიათს, დეტალებზე რომლებსაც ხანდახან ვერ ვამჩნევთ და ქალაქების იერსახეზე, რომელსაც ადამიანები ქმნიან