1972 წელს ბიბისის სატელევიზიო ეთერის საშუალებით მაყურებელმა პირველად იხილა ჯონ ბერჯერის მიერ შექმნილი “ხედვის გზები,” რომლის წამყვანი თავად ავტორი იყო.
ცოტა მოგვიანებით, ასევე 1972-ში, გამოიცა ამავე სახელწოდების წიგნიც. ბერჯერის ნაწარმოები რევოლუციურ ტექსტად მოგვევლინა რადგან ის აქამდე საუკუნეების წინ შექმნილ ხელოვნების ნიმუშების ტრადიციული წაკითხვისგან, რადიკალურად განსხვავებულად გააზრებას გვთავაზობდა.
ჯონ ბერჯერი მე-20 და 21-ე საუკუნეების გამორჩეული მოაზროვნეა ვისი იდეებიც და ტექსტებიც აუდიტორიას განსხვავებული აზროვნებისკენ უბიძგებს, არა მხოლოდ ხელოვნების მიმართულებით, არამედ ზოგადად ადამიანის საქმიანობის სხვა სფეროებშიც.
2017 წელს გარდაცვლილი ბერჯერის მიერ დატოვებულ მდიდარ მემკვიდრეობაში “ხედვის გზებს” როგორც ტექსტს ცენტრალური ადგილი უკავია. ცოტა ხნის წინ ეს წიგნი ქართულად პირველად ითარგმნა, “ანარქისტული ბიბლიოთეკის” დამსახურებით.
უყურეთ ვიდეოს რომელშიც ლიტაგორას წამყვანი, დათო ლობჟანიძე “ანარქისტული ბიბლიოთეკის” კოლექტივის წარმომადგენელს, ვეფხვია მანიას წიგნის და ბერჯერის იდეების მნიშვნელობაზე ესაუბრება
