გიორგი იაშაღაშვილი არქიტექტორია, რომელიც სხვა არქიტექტორებისთვის მაკეტებს ქმნის. მათ შესაქმნელად გიორგი ცდილობს მაქსიმალურად ბუნებრივი მასალა გამოიყენოს და ასეთის მოსაპოვებლად საქმე რომელსაც ის მისდევს ბუნებაში ხშირ გასვლას გულისხმობს. თუმცა, ასეთი გასვლების მიღმა მნიშვნელოვანია ასევე სტუდიაში მუშაობის, დამკვეთებთან ურთიერთობის და სხვა საჭირო მასალების მოპოვების ნაწილიც. მოდელების შექმნის მეთოდს გიორგი udzopractice – ს უწოდებს, რომელიც სახელს ნაწილობრივ თბილისთან სიახლოვეს არსებული მთისგან სესხულობს. ეს ვიდეო გიორგის ხედვების და ფილოსოფიის აღწერის მცდელობაა