სოსო დუმბაძის და ლეა ჰარტლაუბის 2017 წლის ფილმი, “მზიანი ღამე” 1989 წლიდან 2013 წლამდე საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს სახელმწიფოს და ეკლესიას შორის ურთიერთდამოკიდებულის ჭრილში იკვლევს, აქ ცენტრალური თემა ძალაუფლებაა – ფილმში ასახული დროის მონაკვეთში ქვეყანა ხედავს საერო ხელისუფლების არა ერთ ცვლას, თუმცა, ამის ფონზე ეკლესია სულ უფრო მეტად პოპულარული და ძლიერი ხდება. “მზიანი ღამე” found footage ესეი ფილმია, რომელიც წლების განმავლობაში ინტერნეტში შეგროვებული მასალის მონტაჟს წარმოადგენს.
ამ ინტერვიუში ფილმის ავტორი, სოსო დუმბაძე, საუბრობს ფილმის ცეტრალურ თემაზე – ეკლესიაზე როგორც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ინსტიტუციაზე, ფილმზე მუშაობის პროცესზე და ასევე ნაწარმოების ფორმაზე.
ფილმის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.
