მულტიდისციპლინარული არტისტი ქეთო ლოგუა ბერლინში დაახლოებით 11 წელია ცხოვრობს, თუმცა, მისი ნამუშევრების გამოფენების ნახვა თბილისშიც შეგიძლიათ. არტისტთან ვიდეო ბერლინში ჩავწერეთ, თუმცა გამოფენას სახელწოდებით Blind Forces LC Queisser-ის სივრცე მასპინძლობს თბილისში, რომელიც 2024 წლის 16 თებერვლიდან 31 მარტამდე გაგრძელდება. გამოფენის ფარგლებში ლოგუას კვლევის საგანი ბუნების ის ძალებია რომლებიც ადამიანის კონტროლის მიღმაა
აუდიო/ვიდეო, რეპორტაჟი/ინტერვიუ
ქეთო ლოგუა ⏐ Blind Forces
