რუბრიკა3წიგნის მორიგი ეპიზოდის ცენტრალური თემა გვიანი საბჭოეთია, რომელსაც ანგლისტიკის მაგისტრანტი საბა ყაფლანიშვილი ეპოქის შესახებ სამი რუსი ავტორის წიგნების დახმარებით მიმოიხილავს.

ეს წიგნები რომელთა შორის ერთ-ერთი მეცნიერული ხასიათისაა გვიან საბჭოეთის დისფუნცქციას და ამავდროულად, ამ სისტემაში მცხოვრები ადამიანების წარმოდგენებს ასახავენ, მათ შორის არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის, არამედ რკინის ფარდის მიღმა არსებული დასავლეთის შესახებაც.

რუბრიკა სამი წიგნი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში ავტორები, კრიტიკოსები, მკვლევრები და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულები, იქნება ეს მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა, მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და სხვადასხვა წიგნებში არსებულ თემებს განიხილავენ