საბჭოთა კავშირის ფუნქციონირების შესახებ ისტორიები ყველას გვსმენია. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ეს ისტორიები უფრო მეტად სტერეოტიპული და ყოფითი ხასიათისაა ვიდრე აკადემიურად დადასტურებული ფაქტები. მათი ნამდვილობაზე შემოწმება მხოლოდ მიუკერძოებელი კვლევის საფუძველზეა შესაძლებელი. დოქტორანტი თამარ ქებურია საბჭოთა კავშირთან დაკავშირებულ საკითხებს იკვლევს.
ამ კვლევაში მნიშვნელოვანი ადგილი გვიანდელი სსრკ-თან დაკავშირებულ მითებს უკავია. სპეციალურად “ექსტრაქტის” პირველი ეპიზოდისთვის თამარი სამ მითს გამოარჩევს და საუბრობს მიგნებებზე, რომლებიც კონტრ-ინტუიციური შეიძლება იყოს თანამედროვე, პოსტ-საბჭოეთში მცხოვრები ადამიანებისათვის.
მაგალითისათვის, ერთ-ერთი ასეთი მითის მიხედვით საბჭოელი მუშები ზარმაცები იყვნენ. თამარის კვლევა ცხადყოფს რომ ხშირ შემთხვევაში, საქმე პირიქით იყო.
თამარ ქებურია დოქტორობის კანდიდატია ისტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გიოტინგენის უნივერსიტეტში.
“ექსტრაქტი” ლიტაგორას რუბრიკაა, რომლის მიზანი აკადემიის კედლებს გარეთ ახალი ცოდნის და საინტერესო კვლევების გატანა და პოპულარიზაციაა
