ალექს გარლანდის “სამოქალაქო ომში” მოვლენები ამერიკაში ალტერნატიული რეალობის ფონზე ვითარდება. აქ ავტორი წარმოიდგენს სამოქალაქო ომამდე მისულ ქვეყანას.

ალექს გარლანდის ნაწარმოები გამაფრთხილებელი და დამაფიქრებელი ფილმია, რომელიც პოლარიზაციის უკიდურესს მდგომარეობაზე მოგვითხრობს.

პოდკასტის (“ტიტრების შემდეგ”) პირველ გამოშვებაში ალექს გარლანდის ნაწარმოებს ლიტაგორას წამყვანი დათო ლობჟანიძე და ეპიზოდის სტუმარი, გარემოს მეცნიერი გიორგი ცინცაძე მიმოიხილავენ.

გიორგი ცინცაძე ნიუ-იორკის კორნელის უნივერსიტეტის ბაკალავრია. ჩიკაგოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია და ბრაუნის უნივერსიტეტის დოქტორანტია. მისი კვლევითი საქმიანობა ცდილობს ეკოლოგიური წუხილები ძალაუფლებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებს დაუკავშიროს.

“ტიტრების შემდეგ” არის პოდკასტი, რომლის ფარგლებშიც მისი წამყვანი დათო ლობჟანიძე პატიჟებს სტუმარს კინოთეატრში ახალი ფილმის სანახავად და შემდეგ მასთან ერთად შთაბეჭდილებებს მიმოიხილავს.

ყურადღება: მოცემული პოდკასტი ჩაწერილია 2024 წლის აპრილში, ის პირველად Spotify-ს პლატფორმაზე გამოქვეყნდა. ამ ეპიზოდის და პოდკასტის სხვა ეპიზოდების Spotify-ზე მოსასმენად მოიძიეთ ლიტაგორა აღნიშნულ პლათფორმაზე.