75-ე ბერლინალეს ფარგლებში 2025 წლის 19 თებერვალს გაიმართა იუგოსლავიური წარმომავლობის გერმანიაში მოღვაწე ავტორის, იაკობ კრესეს მოკლემეტრაჟიანი ფილმის, Ceasefire (ცეცხლის შეწყვეტა) – ის ჩვენება. ფილმის მთავარი პერსონაჟი ჰაზირაა, ქალი რომელიც სრებრენიცის 1995 წლის ხოცვა-ჟლეტას გადაურჩა.

ჩვენების შემდეგ კრესე სიტყვით გამოვიდა, ბოსნიაში 90იან წლებში მომხდარი ომის დანაშაულებები ღაზაში ამჟამინდელ მდგომარეობასთან შეადარა და ბერლინალე, ისევე როგორც გერმანია, პალესტინელებისადმი მიდგომის გამო გააკრიტიკა.

2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1200-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო პასუხს ღაზაში ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა, აკადემიური სამედიცინო გამოცემა The Lancet გამოთვლების თანახმად, ბოლო ორ წელიწადში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი სავარაუდოდ 70,000-ს აჭარბებს.

2025 წლის 75-ე გამოშვების ფარგლებში ბერლინალემ გააკეთა განცხადება რომლის თანახმადაც ფესტივალისთვის მნიშვნელოვანი იყო სიტყვის თავისუფლება, თუმცა ასევე განაცხადა რომ ფესტივალზე გაკეთებული განცხადებები თანხვედრაში უნდა ყოფილიყო გერმანიის კანონმდებლობასთან.

გიზიარებთ კრესეს მიერ ჩვენების შემდეგ წარმოთქმული სიტყვის ქართულ თარგმანს.

კადრი ფილმიდან Ceasefire © Majmun Films

ბევრი უძილო ღამე გავატარე იმის ფიქრში თუ რა მეთქვა სცენაზე.

კინოში დასაქმებული ადამიანი ვარ, იუგოსლავიური წარმომავლობის, რომელიც გერმანიაში გაიზარდა.

ბებიაჩემი პარტიზანი იყო და ფაშიზმს ოთხი წლის განმავლობაში ტყეებში ებრძოდა.

90-იანებში ბავშვი რომ ვიყავი, დედაჩემმა გადაწყვიტა არ გაჩუმებულიყო გენოციდის შესახებ ჩვენს ქვეყანაში და სარაევოში წავიდა.

ამ ორმა ქალმა მასწავლა რომ ჩვენი სიჩუმე შეიძლება იქცეს თანამონაწილეობად.

ეს ფილმი ჰაზირას შესახებაა.

ის გენოციდს გადაურჩა, გენოციდს რომელიც სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის სიჩუმის ფონზე გახდა შესაძლებელი.

გენოციდი სრებრენიცით დასრულდა, სადაც 8,000-ზე მეტი ადამიანი გაეროს თავდაცვითი ძალების თანდასწრებით მოკლეს.

ომის შედეგი არასდროს დასრულებულა, არც ჰაზირასთვის და არც სხვა გადარჩენილებისთვის.

ბოლო 15 თვის განმავლობაში ღაზაში 50,000 მეტზე პალესტინელი მოკლეს.

ახლა მკვლელობები გრძელდება დასავლეთ ნაპირზე.

გერმანიის რესურსების და დიპლომატიის მხარდაჭერის შედეგად, მივიღეთ გენოციდს გადარჩენილი 2 მილიონი ადამიანი.

გენოციდს ლაივსტრიმში ვხედავთ, თუმცა, მეინსტრიმ მედია უარს აცხადებს მას გენოციდი უწოდოს.

გერმანული სახელმწიფო დაწესებულებები და ინსტიტუციები აჩუმებენ ბევრს ვინც სოლიდარობას უცხადებს პალესტინელ ხალხს, აჩუმებენ მათ შორის ბევრ ებრაელს.

ამჟამად ბერლინში კანონსაწინააღმდეგოდ ითვლება დემონსტრაციებზე არაბულად სიმღერაც კი.

ცენზურა გაცილებით მრავალწახნაგოვანია ვიდრე ჩვენს პირად ძალაუფლებრივ-ურთიერთობებში ვხედავთ. ის რაც აქ ხდება ნორმალური არაა.

გერმანული საზოგადოება მაშინებს, ის მახსენებს იმას რაც დედაჩემი მიყვებოდა 90-იანი წლების ბალკანეთზე, როდესაც ძველი მეგობრები მოულოდნელად ხდებიან ნაციონალისტები და აგრესიული ქცევა ხდება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი.

ახლა უკვე ვიცით, რომ გენოციდისთვის საჭიროა არიან არა მხოლოდ ისინი ვინც მას ახორციელებენ, არამედ საჭიროა უმრავლესობის სიჩუმე.

გენოციდი ბოსნიაში მხოლოდ მას შემდეგ დასრულდა როდესაც მისი არსი გასაგები გახდა და როდესაც ის გენოციდად ცნეს.

ყველაზე მინიმუმ რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის მისთვის სწორი სახელის დარქმევა.

ჩვენი ვალია ჰაზირას და გენოციდის ყველა გადარჩენილის მიმართ დავარქვათ გენოციდს გენოციდი, დამოუკიდებლად იმისა თუ ვინ და სად ახორციელებს მას.

“აღარასოდეს განმეორდეს” ნიშნავს მეტს აღარასოდეს, ყველასათვის და ყველგან.