ჯორჯ მილერის შეშლილი მაქსის სამყაროს პირველი ფილმის გამოსვლიდან 45 წელი გავიდა. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მილერი ქმნიდა და ქმნის სამყაროს, რომელიც ერთის მხრივ თავისი შინაარსობრივი ორიგინალურობით და მეორეს მხრივ, კინემატოგრაფიული მიღწევებით გამოირჩევა.
ყოველი ფილმი რომელიც Mad Max-ის სამყაროს უკავშირდება დიდი შრომის და პროცესის შედეგად იქმნება, ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ხუთი ფილმის შესაქმნელად თითქმის ხუთი დეკადა დასჭირდა.
ამ ეპიზოდში პოდკასტის წამყვანი დათო ლობჟანიძე და სტუმარი, ამირან რამიშვილი “შეშლილი მაქსის” მეხუთე ნაწილს, “ფურიოსას. შეშლილი მაქსის საგას” და ზოგადად, ჯორჯ მილერის საოცარ სამყაროს მიმოიხილავენ.
ამირან რამიშვილი გამომცემლობა “მედუზას” თანადამფუძნებელი და ამავდროულად სამეცნიერო-ფანტასტიკის, ფენტეზის და დისტოპიური ჟანრის მოყვარულია.
ყურადღება: მოცემული პოდკასტი ჩაწერილია 2024 წლის ივნისში, ის პირველად Spotify-ს პლატფორმაზე გამოქვეყნდა. ამ ეპიზოდის და პოდკასტის სხვა ეპიზოდების Spotify-ზე მოსასმენად მოიძიეთ ლიტაგორა აღნიშნულ პლათფორმაზე
