ამინდის მოდიფიკაციის თანამედროვე მეთოდი ღრუბლებზე ზემოქმედების გზით მეცნიერებმა მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიგონეს და ამავე პერიოდში პირველი ცდები ჩაატარეს.

მას შემდეგ მეთოდით ათობით სახელმწიფო დაინტერესდა და დღემდე ამინდის მოხელთებას გასამხედროებული გზით ცდილობს.

ამინდის მოდიფიკაციას საქართველოში საკუთარი ისტორია აქვს, რომელიც თბილისის ობსერვატორიაში მე-20 საუკუნის შუა პერიოდში იღებს სათავეს.

ამ შენობამ, რომელიც ამჟამად ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტს ეკუთვნის, ამ წლის სექტემბერ-ოქტომბერში თბილისის არქიტექტურული ბიენალას (Сorrect Mistakes) მეოთხე გამოშვებას უმასპინძლა, სადაც მნიშვნელოვანი როლი პროექტს “კარგი ამინდია, პანიკის დროა!” ეკავა.

ამინდის მოდიფიკაციის ისტორიის, მეთოდის ეთიკურობის და საქართველოში მისი თავისებურებების შესახებ პროექტის თანაავტორს, ლანდშაფტის არქიტექტორს, ანა კინწურაშვილს გავესაუბრეთ