კორალი ფარჟას The Substance (“სუბსტანცია”) ჰორორის ჟანრში გადაწყვეტილი ნამუშევარია, რომლის ცენტრალური თემა ჰოლივუდში ქალების მიმართ სექსისტური და ასაკობრივი დისკრიმინაცია და ამავდროულად, სილამაზის დადგენილი სტანდარტების და მედიის მიერ წარმოებული იმიჯების ფეტიშიზაციაა.
პოდკასტ “ტიტრების შემდეგ” მესამე ეპიზოდში წამყვანი დათო ლობჟანიძე ფილმის შესახებ განათლების მკვლევარს და ჰორორის ჟანრის მოყვარულს ლაშა მაჭარაშვილს ესაუბრება.
პოდკასტის მონაწილეები ცდილობენ გასცენ პასუხი კითხვას თუ რამდენად ახერხებს სუბსტანცია დასახული მიზნის მიღწევას და სათქმელის საინტერესოდ და ეფექტურად გადმოცემას
