ბრემ სტოკერის 1897 წლის რომანის “დრაკულას” პირველი ადაპტაცია დღეს დაკარგულ ფილმად ითვლება. მისი პრემიერა 1921 წელს ვენაში შედგა, კაროი ლაიტაის ავტორობით. თუმცა, მალევე, 1922 წლის მარტში, გერმანულ ეკრანებზე გამოვიდა “ნოსფერატუ:საშინელებათა სიმფონია,” ფრიდრიხ მურნაუს რეჟოსორობით.
ნოსფერატური საავტორო უფლებების გვერდზე ავლით შეიქმნა და პირველი ადაპტაციის მსგავსად, ისიც დღეს შესაძლებელია დაკარგული ყოფილიყო, იქიდან გამომდინარე რომ მას წინააღმდეგ სამართლებრივი დავა ფლორენს ბალკომმა, ბრემ სტოკერის ქვრივმა, წამოიწყო.
თუმცა, ფილმი გადარჩა და ის დრაკულას პირველ შემორჩენილ ადაპტაციად მიიჩნევა. მას შემდეგ კინომ დრაკულას არა ერთი ადაპტაცია იხილა, როგორც კლასიკური დრაკულას კინოეკრანიზაციების, ასევე ნოსფერატუს ვერსიების სახით.
ნოსფერატუ დრაკულას ამბის ერთგვარ გამარტივებულ ვერსიად შეგვიძლია დავინახოთ, თუმცა, ეს გამარტივება ყოველ რეჟისორს აძლევდა საშუალებას წარმოედგინა საკუთარი ხედვა და ამბავი თავისებურად მოეყოლა. ნოსფერატოს უახლესი კინოადაპტაცია რობერტ ეგერსის 2024 წლის ვერსიაა. ამ ფილმზე, ისევე როგორც დრაკულას და ნოსფერატუს მემკვიდრეობაზე საუბრობენ პოდკასტ “ტიტრების შემდეგ” მეოთხე ეპიზოდში მისი წამყვანი დათო ლობჟანიძე და განათლების საკითხების მკვლევარი ლაშა მაჭარაშვილი.
ჩვენი კინო პოდკასტის “ტიტრების შემდეგ” ყველა ეპიზოდის მოსასმენად ეწვიეთ ჩვენს Spotify-ს გვერდს.
