ახტალაში ტალახი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.
აქ სპეციალიზირებულ აბანოებში სჯერათ რომ ამ მატერიას ადამიანს განკურნვა შეუძლია, და ამ რწმენას ის ლეგენდები აძლიერებენ, რომლებიც თაობებს გადაეცემა.
დეა ჭოლოკავა მოკლემეტრაჟიანი ფილმი “რას ჩურჩულებს ტალახი” (Radium Films) რწმენების კვლევისას ფორმად თავად ირჩევს ერთგვარ ზღაპარს და გარემოს ამ მდგომარეობიდან აკვირდება.
ფილმის რეჟისორი ლიტაგორასთან საუბრობს თუ რატომ დაინტერესდა ახტალაში არსებული ტალახის აბანოებით, როგორ შეარჩია თხრობის ფორმა და რა არის მისთვის მნიშვნელოვანი კინოზე მუშაობის პროცესში.
დეა ჭოლოკავა სწავლობდა ჯერ სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებებს და შემდგომ კინო რეჟისურას, საქართველოსა და გერმანიაშ
