“ქართული სოციალ-დემოკრატიის კულტურული საწყისები” არის ილიაუნის ასოცირებული პროფესორის და მკვლევრის, ლუკა ნახუცრიშვილის ლექციათა ციკლი.
კურსი, რომელიც 11 ლექციისგან შედგება, ინტერდისციპლინარული ხასიათისაა და გვიყვება საქართველოში მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში არსებულ პოლიტიკურ ენასა და წარმოსახვაზე, რის გავლითაც სოციალ-დემოკრატები საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაციას ესწრაფებოდნენ.
კურსი წარმოაჩენს იმ გარემოს კოორდინატებს, რომელშიც ეს პოლიტიკური ძალა ნავიგირებდა, გარემო, რომელიც დღეს ხშირ შემთხვევაში მისტიფიკაციის და ჩვენი წარმოდგენების პროეცირების საგანი ხდება.
ეს ვიდეო წარმოადგენს 2025 წლის 18 მარტს Frontline Georgia – ში კურსის I, შესავალი ლექციის ჩანაწერს
ლექცია II. “ეგნატე ნინოშვილი I: ქართული სოციალ-დემოკრატიის დაბადება ლიტერატურის სულიდან.” ლექცია ჩაწერილია 2025 წლის 25 მარტს Frontline Georgia – ში.
ლექცია III. „ეგნატე ნინოშვილი II: „სტავლა“, რუსული „კანოლი“ და კოლონიური განუკითხაობა,” ჩანაწერს. ლექცია გაიმართა 2025 წლის 1 აპრილს Frontline Georgia – ში
ლექცია IV. „გაევროპიელება“ და უთანხმოების პოლიტიკა, 1894-1907″ჩაწერილია 2025 წლის 8 აპრილს Frontline Georgia – ში
ლექცია V გაიმართა 2025 წლის 15 აპრილს Frontline Georgia – ში. „ხალხური პოლიტიკის ნაკვალებზე: ‘პირველი ფიცი’, გლეხობის ტყავში გახვეული ინტელიგენცია და გადამალული ხატი, 1902″
2025 წლის 22 აპრილს Frontline Georgia – ში გაიმართა VI ლექცია.
„ხალხური პოლიტიკის ნაკვალევებზე II: ,გურიის რესპუბლიკა’ და სოციალ-დემოკრატია 1905 წლის რევოლუციის ხანაში”.
ლექცია VII. „წითელსა და შინდისფერს შორის: პირველი რესპუბლიკა ლეგიტიმაციის ძიებაში“. ჩაწერილია 2025 წლის 22 მაისს Frontline Georgia – ში
ლექცია VIII. „უკონსტიტუციო ხანაში“: პირველი რესპუბლიკა კონსტიტუციურ და პერმანენტულ რევოლუციებს შორის”. ჩაწერილია 2025 წლის 29 მაისს “ხელოვნებისა და ინოვაციების ჰაბში (CCA)
ლექცია IX. ნოე ჟორდანიას ‘მესამე გზა’ და რესპუბლიკის ფრანგული კილო”. ლექცია გაიმართა 2025 წლის 10 ივნისს CCA – ში.
ლექცია X. „დემოკრატიის საზღვრები: სახალხო გვარდია, ხალხის ‘ხელმწიფება’, და ‘განაპირა ქვეყნები”. ჩაწერილია 2025 წლის 19 ივნისს CCA-ში.
ლექცია XI. ეპილოგი: პირველი რესპუბლიკა – დაუსრულებელი პროექტი?” ლექცია ჩაწერილია 2025 წლის 24 ივნისს CCA-ში.
