მესამე წელია ბერლინში “განთიადის” ფესტივალი იმართება. განთიადი მოიცავს როგორც კინო, ასევე მუსიკალურ პროგრამას. ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს შეუძლიათ დაესწრონ გამოფენებს და სხვადასხვა ვორქშოფებს.

წელს ფესტივალის კინო პროგრამის ფარგლებში ხუთი ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა, მუსიკალურ ნაწილში კი სხვა არტისტებთან ერთად კონცერტები გამართეს დუომ Machineries, ანუშკა ჩხეიძემ დანიელ ადიკაშვილთან ერთად და Bedford Falls-მა.

ფესტივალ “განთიადს” აღმოსავლეთ ბერლინში მდებარე Neue Zukunft მასპინძლობს. ეს მულტიფუნქციური კულტურული სივრცე რამდენიმე წლის წინ იძულებული გახდა საკუთარი მისამართი შეეცვალა, რის გამოც Neue Zukunft-ის ისტორია მხოლოდ ერთი კულტურული ადგილის ამბავი აღარ არის. ის ასევე ნათლად ასახავს ჯენტრიფიკაციის პროცესს, რომელიც ბერლინსა და მსოფლიოს მრავალ სხვა ქალაქში მიმდინარეობს.

წლევანდელი ფესტივალის გამოშვების, 4-6 ივნისის პერიოდში გაიმართა.