“საერთაშორისო გამომცემლების ასოციაციის” მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე გამოცემული წიგნების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მეოთხე-მეხუთე ადგილზეა. ის ამ პოზიციას ესპანეთთან იყოფს.
კვლევის მიხედვით საქართველოში ერთ მილიონ ადამიანზე 1,547 დასახელების წიგნი გამოიცემა.
საქართველო ჩამორჩება მხოლოდ დიდ ბრიტანეთს, ტაივანს და სლოვენიას. მეექვსე ადგილზე ჩეხეთია.
წყარო: BBC