წიგნის “ბავშვი 44” ეკრანიზაცია აპრილში გამოვა

10397823_1645253965694241_7220495050849086391_nწელს გამოსასვლელ ეკრანიზიაციებიდან ლიტაგორა გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ Child 44 (ბავშვი 44-ს), რომელიც ეკრანებზე აპრილში უნდა გამოვიდეს. ვერ გეტყვით, თუ რამდენად კარგი იქნება ფილმი, მაგრამ წიგნს რეკომენდაციას ნამდვილად გავუწევთ.

ინგლისელი მწერლის ტომ რობ სმიტის ნაწარმოები სტალინის დროინდელ სსრკ-ს პერიოდში მომხდარი საზარელი მკვლელობების შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი და შემდეგ უკვე ამავე ორგანოს მიერ ძებნილი აგენტი ლეო დემიდოვი იძიებს.

სმიტის ნაწარმოებში რამდენიმე სიუჟეტური ხაზი და თემაა გაშლილი, ასევე მშვენივრად არის აღწერილი 50-იანი წლების სსრკ-ს რეჟიმი და ეპოქა. საინტერესოა ისიც, რომ წიგნში აღწერილი მკვლელის პროტოტიპად ჩიკატილო გვევლინება.

წიგნი 2008 წელს არის დაწერილი და ამ ეტაპზე მისი გაცნობა ინგლისურ და რუსულენოვან მკითხველს შეუძლია. ფილმს რაც შეეხება, ტრეილერიდან გამომდინარე ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეჟისორმა დანიელ ესპინოზამ ტომ ჰარდის, გარი ოლდმენის და ვინსენტ კასელის სახით ვარსკვლავური კასტის შეკრება მოახერხა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s