დღეს საღამოს თურქეთის საელჩომ ორჰან ფამუქის წიგნის – “ნივთების უმანკოება” პრეზენტაციას უმასპინძლა. წიგნი, რომელიც გამომცემლობა დიოგენემ გამოსცა, თურქულიდან ქართულად ეკატერინე ახვლედიანმა თარგმნა.
“ნივთების უმანკოება” ერთგვარი ალბომია, რომელიც ილუსტრაციებით არის გამდიდრებული. შეიძლება ითქვას, რომ წიგნი ფამუქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანის,”უმანკოების მუზეუმი”-ს გაგრძელებაა. აქ ნობელიანტი მწერალი აღწერს თუ როგორია ბოსფორის სრუტე, როგორ უყვართ სტამბოლელებს ჩაის სმა, როგორ თამაშობენ ყავახანებში ბანქოს და მრავალ სხვა მოვლენას, რომელიც სტამბოლს უნიკალურ და კოლორიტულ ქალაქს ხდის.
გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს დღევანდელი საღამოდან. გასადიდებლად დააჭირეთ ნებისმიერ სურათს.