დიდი ლიტერატურა თუ გაინტერესებთ, ფიოდორ დოსტოევსკის პირველი რომანის წაკითხვას გირჩევთ. “საწყალი ადამიანები” (Бедные люди) ეპისტოლარულ ჟანრში დაწერილი ნაწარმოებია, რომელიც არაფრით გამორჩეული კლერკის, მაკარ დევუშკინის და downloadმისი შორეული ნათესავის, ვარვარა დობროსელოვას ურთიერთობას აღწერს. ორივეს დამამცირებელი სიღარიბე აერთიანებს, თუმცა ამ დამაბრკოლებელი გარემოების მიუხედავად, ორივე მაღალი საზოგადოებისკენ ისწრაფის. ერთი შეხედვით თითქოს ჩვეულებრივ სიუჟეტს, დოსტოევსკის ოსტატობა და “სხვა ადამიანების კანში შეძვრომის” უნარი რომანს მსოფლიო ლიტერატურის განსაკუთრებულ პედესტალზე აყენებს.

თუ ლიტერატურული სიღრმეების გვერდზე გადადებას და რამე მსუბუქის წაკითხვას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ ლაშა download (1)ბუღაძის ნაწარმოების “Lukrecia515” კითხვით შეიქციოთ თავი. მართალია წიგნს სიღრმე ნამდვილად აკლია, სამაგიეროდ
სახალისო და ხშირად სასაცილოც კი არის. წიგნი დაუკმაყოფილებელი მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც დაუღალავად ეძებს სექსუალურ თავგადასავლებს. მდგომარეობას ის ამძიმებს, რომ მთავარ გმირს, ალბათ უფრო ანტაგონისტს, ვიდრე პროტაგონისტს, ცოლ-შვილი ჰყავს და საკუთარი ავანტიურების დასაფარავად სხვადასხვა ხრიკების მოფიქრება სჭირდება.

download (2)

მორის სენდაკის ნაწარმოები “იქ სადაც მონსტრები ბინადრობენ” (Where the wild things are) სულ რაღაც 338 სიტყვისგან შედგება.ეს გასაგებიც არის, რადგანაც წიგნის მთავარ ღირსებას არა ფილოლოგიური წიაღსვლები, არამედ ავტორის მიერ საგანგებოდ შექმნილი ნახატები წარმოადგენენ. სენდაკის ეს წიგნი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია ბავშვისთვის, თუმცა მისი გაცნობით უფროსი თაობის წარმომადგენლებიც ბევრს შეიძენენ.

download (3)

მიუხედავად იმისა, რომ ნაომი კლაინმა, 21-ე საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა აქტივისტმა “No Logo” 90-იანი წლების მიწურულს დაწერა, სადაც მთავარი თემა თანამედროვე კაპიტალიზმის კრიტიკაა, დღეს ეს საკითხი ერთი-ორად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოში. No Logo აგრესიულ მარკეტინგზე, ბრენდინგზე, ცენზურაზე და მსხვილი კორპორაციების მხრიდან ადამიანის უფლებების დაღვევებზე მოგვითხრობს. ნაომი კლაინი თავის დოკუმენტალურ წიგნში აცოცხლებს იმ მაგალითებს, რომლებსაც რიგითი ადამიანი მხოლოდ ყურმოკვრით იცნობს.

download (4)

ოლდოს ჰაქსლის “საოცარი ახალი სამყარო” იმ ნაწარმოების რიცხვს განეკუთვნება, რომელიც ყველა თავმოყვარე მკითხველს უნდა ჰქონდეს წაკითხული. ამ რომანს ხშირად ჯორჯ ორუელის 1984-ს ადარებენ, მეტწილად იმიტომ, რომ ორივე დისტროპიურ სამყაროს აღწერს. თუმცა, ჰაქსლის და ორუელის მსგავსება ამაზე მთავრდება. ამ ორი ნაწარმოების განსხვავებაზე ბევრს საუბრობენენ მკვლევარებიც და ავტორებიც, მათ შორის თავად ჰაქსლიც (მისი წერილის წაკითხვა აქ შეგიძლიათ). თუ ორუელის სამყაროში ტოტალიტარიზმი ზედაპირზე ტივტივებს, “საოცარ ახალ სამაროში” დიქტატი დაფარულია. აქ, ადამიანები თავისუფლების ილუზიაში ცხოვრობენ და აზრადაც კი არ მოსდით, რომ ისინი საკუთარ არჩევანში შეზღუდულები არიან.