მეცნიერების ახალი კვლევების თანახმად კლასიკურ ლიტერატურას მათემატიკური სტრუქტურა ახასიათებს. პოლონეთის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კლასიკურ ტექსტებში ფრაქტალებს ვხვდებით.
მკვლევარებმა 100-ზე მეტი წიგნი შეისწავლეს, მათ შორის დიკენსის, შექსპირის, თომას მანის, უმბერტო ეკოს და სამუელ ბეკეტის ნაწარმოებები და აღმოჩინეს, რომ წინადადების უმეტესობა ფრაქტალური წყობის იყო, ანუ რაც იმას გულისხმობს, რომ რომელიმე ფრაგმენტის მასშტაბის გაზრდისას მისი სტრუქტურა მთლიან სურათს ჰგავს (ზოგადად ფრაქტალის მაგალითებად ფიფქები და გალაქტიკები შეიძლება მოვიხსენიოთ).
ტექსტებს შორის სტრუქტურულად ყველაზე გამორჩეული ჯეიმს ჯოისის “ფინეგანის ქელეხი” აღმოჩნდა.
“მულტიფრაკტალურობის მხრივ აბსოლუტური რეკორდსმენი ჯეიმს ჯოისის ‘ფინეგანის ქელეხი’ აღმოჩნდა. ამ ტექსტის ანალიზები გვიჩვენებს, რომ მასში აღმოჩენილი ფრაკტალები პრაქტიკულად არ განსხვავდება მათემატიკაში არსებული მულტიფრაკტალებისგან,” თქვა პროფესორმა სტანისლავ დროჟდმა, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.
სხვათა შორის, ჯოისს თავის დროზე თავად უთქვამს, რომ მისი მიზანი კრიტიკოსებისთვის “300 წლის განმავლობაში საქმის გაჩენა” იყო.
წყარო: The Guardian