ლიტაგორას რიგით მესამე პლეილისტში გიორგი ლობჟანიძე მოსასმენად ძალიან ცნობილი სიმღერების საინტერესო და განსხვავებულ ქავერ ვერსიებს გვთავაზობს. მთლიანი პლეილისტის მოსასმენად დააჭირეთ აქ, დანარჩენი პოსტში.
სიმღერა: Girls Just Wanna Have Fun (1979)
ორიგინალი: რობერტ ჰაზარდი
ქავერი: Chromatics (2015)
მართალია ორიგინალის ავტორი რობერტ ჰაზარდია, სიმღერას პოპულარობა სინდი ლაუპერის ქავერ ვერსიამ მოუტანა. Chromatics-მა კი მას თავისებური შტრიხები შემატა და საკმაოდ განსხვავებული ვერსიაც შექმნა
სიმღერა: Johnny & Mary (1980)
ორიგინალი: რობერტ პალმერი
ქავერი: Kisses (2011)
შეიძლება ლეგენდარულ ბრაიან ფერის ვერსიასთან შედარებით Kisses-ის ქავერი ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ხარისხით როქსი მუსიკის ლიდერს ტოლს არ უდებს
სიმღერა: Photographic (1981)
ორიგინალი: Depeche Mode
ქავერი: Nerd Revolt (2011)
ეს ვერსია ორიგინალზე ცოტა უფრო მძიმეა, თუმცა სიმღერის საერთო ატმოსფერო შენარჩუნებულია
სიმღერა: Ashes to Ashes (1980)
ორიგინალი: დევიდ ბოუი
ქავერი: Warpaint (2010)
მოსალოდნელია, რომ არტისტები ამ სიმღერის არაერთ ახალ ქავერს შემოგვთავაზებენ, მანამდე კი შეგვიძლია ამ გრანჟ ვერსიისგან მივიღოთ სიამოვნება
სიმღერა: Like a Prayer (1989)
ორიგინალი: მადონა
ქავერი: BiGod 20 (2012)
მადონას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტის ინდუსტრიულ-მეტალ ვერსიის შექმნა მარტივი ამბავი არაა, კიდევ უფრო რთული ენერგეტიკის შენარჩუნებაა, BiGod 20-მა ორივე მოახერხა
სიმღერა: This Must Be The Place (1983)
ორიგინალი: Talking Heads
ქავერი: Brothertiger (2014)
მართალია ორიგინალს ვერ აჯობებს, მაგრამ საკმაოდ საინტერესო და თავისებური ვერსიაა
სიმღერა: Creep (1993)
ორიგინალი: Radiohead
ქავერი: Scala & Kolacny Brothers (2011)
და ბოლოს, მადლობა დევიდ ფინჩერის „სოციალურ ქსელს“, რომ ეს ქავერი პოპულარული გახადა