კოკაინომ ანუ ათი ჰოლივუდური კლიშე

გთავაზობთ ათ კლიშეს, რომელსაც არაერთ თანამედროვე თუ ძველ ჰოლივუდურ ფილმში შეხვდებით.

redheat19888_zps6f62a5dd

ავტორი: დათო ლობჟანიძე

ჰოლივუდში საჰაერო სივრცეში არ არსებობს ტურბულენტური ზონები, ყოველშემთხვევაში უსაფრთხო. თუ თვითვფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდა, ესეიგი ავიაკატასტროფის მომსწრენი უნდა გავხდეთ. დიდი ალბათობით ვინმე გადარჩება.

თუ მოქმედება ციხეში ვითარდება, სიმპატიურ, მაგრამ სუსტ მეორეხარისხოვან პერსონაჟს აუცილებლად ექნება საკუთარი მეუღლის, თუ პარტნიორის სურათი. საუკეთესო შემთხვევაში, მეუღლე მას შორდება და სხვაზე ქორწინდება. უარესს შემთხვევაში, პერსონაჟს ციხეში კლავენ, რასაც გმირი პერსონაჟი ძალიან განიცდის და უსამართლობასთან გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება.

რუსები ერთმანეთში ინგლისურად საუბრობენ, თუმცა ფილმის ავტორები გვატყუებენ და სურთ დაგვაჯერონ, რომ ისინი ამას რუსულად აკეთებენ. ამის მიღწევას ისინი ძალიან ცუდი აქცენტის ხარჯზე ცდილობენ. შეიძლება ასეც სჯობდეს,“კოკაინომს”-ის მაგალითიც ხომ გვახსოვს.

ქალებს საჭმელმა ან სასმელმა არ შეიძლება აწყინოს, მათ გული ერთადერთ შემთხვევაში, ფეხმძიმობის დროს ერევათ. ასეთ შემთხვევებში ფეხმძიმობა თავის მხრივ უმეტესობა შემთხვევაში ასევე პრობლემას წარმოადგენს.

უცხოპლანეტელები დედამიწაზე დასასხდომად რატომღაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ირჩევენ, ამავდროულად ძალიან კარგი ინგლისურით ლაპარაკობენ და გაურკვეველი მიზეზის გამო ყველანი ერთნაირად გამოიყურებიან.

პერსონაჟები, რომლებიც რესტორანში შესვლისას მენიუს ათვარიელებენ, არასდროს არ აკვირდებიან ფასებს. რამდენადაც ხელმოკლე ან ძუნწი არ უნდა იყოს რესტორანში შესული გმირი, მას შესაკვეთის ფასი არასდროს აღელვებს.

პერსონაჟებს იდეალური მეხსიერება აქვთ. მათ მინიმუმ ცხრანიშნა ტელეფონის ნომრის დამახსოვრება ერთ წამში შეუძლიათ და არც გამეორება სჭირდებათ, ამიტომ არასდროს იყენებენ კალამს ან ფანქარს.

არ აქვს მნიშვნელობა რა კომპიუტერს მოიხმარენ პერსონაჟები, ჩვეულებრივი ცელერონის შემთხვევაშიც კი, კომპიუტერი არ იჭედება. გაჭედვის შემთხვევაში, რამე კატასტროფას უნდა ველოდოთ (იხილე პუნქტი ტურბულენტობაზე).

გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ბოროტმოქმედი ძალიან ახლოსაა მთავარი გმირის მოკვლასთან, ის რაღაც კლიშეებით გაჯერებულ მოსაწყენ მონოლოგს ეძლევა, რაც რა თქმა უნდა, დადებითი გმირის გამოფხიზლებით, დროის მოგებით და ბოროტმოქმედის განადგურებით სრულდება.

სპორტული გუნდი დიდი ანგარიშით მარცხდება, თუმცა, შესვენებაზე შესულს ჩვეულებრივი ხეპრე მწვრთნელის ნაცვლად, ბუდას და მართინ ლუთერ კინგის ნაჯვარის მსგავსი ვინმე ხვდება. ბრძენი მწვრთნელი ფილოსოფიური წიაღსვლების შედეგად გუნდს არწმუნებს იმაში, რომ მას ნამდვილად ძალუძს გამარჯვება. მწრვთნელის მონოლოგის დასრულების შემდეგ ეჭვი აღარავის ეპარება, რომ გუნდი გაიმარჯვებს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s