მიუხედავად იმისა, რომ “ჩამოსვლა” ჟანრობრივად სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს შეგვიძლია მივაკუთვნოთ, ეს ფილმი ისევე როგორც დენი ვილნიოვის ყველა სხვა ნამუშევარი ჟანრის საზღვრებს სცდება და უფრო მეტს გვთავაზობს, ვიდრე უბრალოდ უცხოპლანეტელების დედამიწაზე დაშვებას. “ჩამოსვლა” იმ ნამუშევრების რიცხვს განეკუთვნება, რომელიც მრავალმხრივი განხილვის საშუალებას იძლევა, ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ენის თემაა. მორიგი ვიდეო განხილვა ენაზე როგორც აზროვნების საშუალებაზე ამახვილებს ყურადღებას.