27 მაისს გამოსასვლელი ჩაკ პალანიკის საკულტო ნაწარმოების “მებრძოლთა კლუბის” გაგრძელება ნაწილობრივ უკვე საჯაროა.
ჟურნალმა Playboy-მ გრაფიკული ნოველიდან ექვს გვერდიანი ამონარიდი თავის ვებ გვერდზე განათავსა.
პალანიკის ნაწარმოებში მოქმედება ათი წლის შემდეგ ვითარდება. აქ წინამორბედ რომანში ნარატორად ცნობილი პერსონაჟი (არანაკლებ საკულტო ფილმში მის როლს ედვარდ ნორტონი ასრულებს) და მარლა სინგერი (ფილმში-ელენა ბონემ კარტერი) დაქორწინებულები არიან.
მათ შვილიც კი ჰყავთ, თუმცა რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მკითხველს პალანიკისგან იდილიური სიუჟეტის განვითარების იმედი არ უნდა ჰქონდეს…
ამონარიდს დაანონსებული კომიქსიდან შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.