ავტორი: დათო ლობჟანიძე
4 დეკემბერს თბილისის მე-18 კინოფესტივალი დაიწყება და შვიდი დღე გაგრძელდება. წლევანდელ ფესტივალზე სხვადასხვა სექციაში 130 ნამუშევარზე მეტი იქნება წარმოდგენილი. ფესტივალს თავისი ოფიციალური საკონკურსო პროგრამა აქვს, რომლის ფარგლებშიც 11 სადებიუტო ფილმი ოქროს პრომეთესთვის იბრძოლებს. გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს, აქ კი იმ ფილმებზე გამახვილდება ყურადღება, რომლებიც ლიტაგორას აზრით ნეიტრალური კინომოყვარულისთვის ყველაზე საინტერესო უნდა იყოს. შერჩეული ფილმები შემდეგი კრიტერიუმებით შეფასდა:
– აქვს თუ არა მაყურებელს ფილმის ფესტივალის მიღმა ნახვის საშუალება?
– რამდენად ახალია ფილმი. დღეს უკვე კლასიკად აღიარებული ფილმები (მაგალითად პარიზი-ტეხასი) სიის გარეთ დარჩა.
– რა გამოხმაურება ჰქონდა ფილმს კრიტიკოსებისგან სხვადასხვა ფესტივალებზე
ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით საბოლოო სია შემდეგნაირად გამოიყურება. გაითვალისწინეთ, რომ სიაში რიგითობას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს.
ხარაჩოები/Scaffolding
რეჟისორი: მატან იაირი
ქვეყანა: ისრაელი
ხანგრძლივობა: 94 წთ.
სექცია: საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა
სხვადასხვა ფესტივალებზე – ცხრა ნომინაცია და ოთხი ჯილდო
ისტორია ჩვიდმეტი წლის მოზარდის შესახებ, რომელიც გარესამყაროს წნეხის მიუხედავად ცხოვრებაში საკუთარ როლს და ინტერესებს ეძებს
სუფთა გულით/Tiszta szívvel/Kills on Wheels
რეჟისორი: ატილა ტილი
ქვეყანა: უნგრეთი
ხანგრძლივობა: 105 წთ.
სექცია: ქვეყანა ფოკუსში: უნგრეთი
სხვადასხვა ფესტივალებზე – ხუთი ნომინაცია და შვიდი ჯილდო
ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდი სიცოცხლის აზრს ეძებს და ამ თავგადასავალში ეტლიან ქილერს უმეგობრდება
ახალგაზრდა გოდარი/Le Redoutable/Redoubtable
რეჟისორი: მიშელ ჰაზანავიჩუსი
ქვეყანა: საფრანგეთი
ხანგრძლივობა: 107 წთ.
სექცია: ფრანგული კოლექცია
სხვადასხვა ფესტივალზე – ორი ნომინაცია
მხატვრული ფილმი ახალი ტალღის რეჟისორის ჟან-ლიუკ გოდარის 17 წლის მსახიობ ანა ვიაზემსკისთან შეუღლების პერიოდზე მოგვითხრობს
ჩემი ბედნიერი ოჯახი/My Happy Family
რეჟისორი: ნანა ექვთიმიშვილი/სიმონ გროსი
ქვეყანა: საქართველო/გერმანია/საფრანგეთი
ხანგრძლივობა: 120 წთ.
სექცია: ქართული პანორამა
სხვადასხვა ფესტივალზე – ცხრა ნომინაცია და თერთმეტი ჯილდო
ოჯახი, რომელიც სამი თაობის წარმომადგენლებს აერთიანებს თბილისში ცხოვრობს, ერთხელაც მისი ერთ-ერთი წევრი, 52 წლის მანანა, გადაწყვეტს საცხოვრებლად მარტო გადავიდეს
მისტერ გაგა/Mr. Gaga
რეჟისორი: ტომერ ჰეიმანი
ქვეყანა: ისრაელი
ხანგრძლივობა: 100 წთ.
სექცია: ხელოვნება
სხვადასხვა ფესტივალებზე – 11 ნომინაცია და 3 ჯილდო
დოკუმენტური ფილმი გამოჩენილი ქორეოგრაფის, ოჰად ნაჰარინის შესახებ, რომელმაც დიდი გავლენა იქონია თანამედროვე ცეკვის ხელოვნებაზე
ყორნები/Ravens
რეჟისორი: იენს ასური
ქვეყანა: შვედეთი
ხანგრძლივობა: 107 წთ.
სექცია: საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა
ფილმი, რომელშიც მოვლენები 70იანი წლების შვედეთში ვითარდება, თაობათა შორის სხვაობაზე და ახალგაზრდა ადამიანის ოცნებებსა და სურვილებზე მოგვითხრობს
120 დარტყმა წუთში/120 battements par minute/BPM (Beats Per Minute)
რეჟისორი: რობენ კამპიო
ქვეყანა: საფრანგეთი
ხანგრძლივობა: 140 წთ.
სექცია: ფრანგული კოლექცია
სხვადასხვა ფესტივალებზე – ექვსი ნომინაცია და შვიდი ჯილდო
ფილმის მთავარი პერსონაჟები შიდსის თემის მიმართ არსებული ინდიფერენტულობის წინააღმდეგ იბრძვიან
შემდეგი დღე/Geu-hu/The Day After
რეჟისორი: ჰონ სა სუ
ქვეყანა: სამხრეთ კორეა
ხანგრძლივობა: 92 წთ.
სექცია: ჰორიზონტები
სხვადასხვა ფესტივალზე – შვიდი ნომინაცია და ერთი ჯილდო
ერთ დღეს ფილმის მთავარ გმირს, ბონგუანს, დაქორწინებულ მამაკაცს, წარსულიდან ქალი გაახსენდება, ამავდროულად მისი მეუღლე ბონგუანის სასიყვარულო წერილს პოულობს…
კვადრატი/The Square
რეჟისორი: რუბენ ოსტლუნდი
ქვეყანა: შვედეთი/გერმანია/საფრანგეთი/დანია
ხანგრძლივობა: 142 წთ.
სექცია: ხელოვნება
სხვადასხვა ფესტივალზე – ოთხი ნომინაცია და ხუთი ჯილდო (მათ შორის კანის ფესტივალის ოქროს პალმის რტო)
სატირა თანამედროვე ცხოვრების წესზე, მორალულ შეხედულებებზე, ეგოცენტრიზმზე, უთანასწორობაზე და არაერთ სხვა თემაზე
წყლის ფორმა/The Shape of Water
რეჟისორი: გილიერმო დელ ტორო
ქვეყანა: ა.შ.შ.
ხანგრძლივობა: 123 წთ.
სექცია: ჰორიზონტები
სხვადასხვა ფესტივალებზე – 4 ჯილდო
მოვლენები 1962 წელს, ცივი ომის პერიოდის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარდება. ფილმის მთავარი პერსონაჟის, ელიზას ცხოვრება მას შემდეგ იცვლება როდესაც ის გასაიდუმლოებულ ექსპერიმენტს აღმოაჩენს
შენი სახელი დამიძახე/Call Me by Your Name
რეჟისორი: ლუკა გუადანინო
ქვეყანა: იტალია/საფრანგეთი/ბრაზილია/ა.შ.შ.
ხანგრძლივობა: 130 წთ.
სექცია: ევროპული ფორუმი
სხვადასხვა ფესტივალზე – 16 ნომინაცია და 5 ჯილდო
1983 წელი, ჩრდილოეთ იტალია, 17 წლის ელიო დასასვენებლად ჩამოსულ მამამისის მკვლევარ-მეგობარს გაიცნობს, რაც მას საკუთარი სექსუალობის და იდენტობის გარკვევაში ეხმარება
ჰეფი ენდი/Happy End
რეჟისორი: მიხაელ ჰანეკე
ქვეყანა: საფრანგეთი/ავსტრია/გერმანია
ხანგრძლივობა: 107 წთ.
სექცია: ევროპული ფორუმი
სხვადასხვა ფესტივალზე – სამი ნომინაცია
დრამა ფრანგული ბურჟუა ოჯახის შესახებ, რომლის ლაიტმოტივი ლტოლვილების კრიზისია
ზაფხული. 1993/Summer 1993
რეჟისორი: კარლა სიმონი
ქვეყანა: ესპანეთი
ხანგრძლივობა: 96 წთ.
სექცია: საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა
სხვადასხვა ფესტივალზე – რვა ნომინაცია, ცხრა ჯილდო
დედის გარდაცვალების შემდეგ ექვსი წლის ფრიდას სოფელში ბიძამისთან აგზავნიან. თუმცა, ბავშვს ახალ გარემოსთან ადაპტირება და დედის დავიწყება უჭირს
მისტერ ლონგი/Ryu san/Mr. Long
რეჟისორი: საბუ
ქვეყანა: იაპონია/ჰონგ-კონგი/ტაივანი
ხანგრძლივობა: 129 წთ.
სექცია: ჰორიზონტები
სხვადასხვა ფესტივალზე – ერთი ნომინაცია
დაჭრილ პროფესიონალ ქილერს პატარა იაპონურ ქალაქში მიმალვა უწევს
დიდება/Slava/Glory
რეჟისორი: კრისტინა გროზევა, პეტარ ვალჩანოვი
ქვეყანა: ბულგარეთი/საბერძნეთი
ხანგრძლივობა: 101 წთ.
სექცია: ევროპული ფორუმი
სხვადასხვა ფესტივალზე – შვიდი ნომინაცია და 31 ჯილდო
მუშა რკინიგზაზე მუშაობისას ნაპოვნ დიდი რაოდენობის ფულს პოლიციას გადასცემს, რის შემდეგაც ის ბიუროკრატიული კოშმარის მსხვერპლი ხდება
სულისა და სხეულის შესახებ/Teströl és lélekröl/On Body and Soul
რეჟისორი: ილდიკო ენეიდი
ქვეყანა: უნგრეთი
ხანგრძლივობა: 116 წთ.
სხვადასხვა ფესტივალზე – ოთხი ნომინაცია, შვიდი ჯილდო
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცის და ასპერგერის სინდრომის მქონე ქალის სასიყვარულო ისტორია
ასე გამოიყურება ლიტაგორას წლევანდელი სია, რაც იმედია მაყურებელს არჩევანის გაკეთებას გაუმარტივებს და დროს დაუზოგავს. აქვე გიტოვებთ დამატებით 9 ფილმის ჩამონათვალს. ამ ფილმებს სიაში მოსახვედრად სულ ცოტა დააკლდათ
A moon of nickel and ice, Blade of the Immortal, Afterlife, The Citizen, Simulation, Beuys, The Other Side of Hope, Falling, The Charmer