სუბტიტრები ნიკა ქობულაძის და დათო ლობჟანიძის ერთობლივი პროექტია, რომელიც ინტერნეტს და ახალ მედიას ეხება. პოდკასტში ყოველკვირეულად შეგიძლიათ მოუსმინოთ ახალი ფილმების, სერიალების შეფასებებს, ინტერნეტის ისტორიას და ასევე გაიგოთ უჩვეულო და საინტერესო ამბები, რომლებსაც ინტერნეტის ყოველდღიური მოხმარების დროს ნაკლებად შეიძლება შეხვდეთ. ამ გადაცემაში ნიკა და დათო კომენტარებზე პასუხის გაცემით იწყებენ, დასაწყისშივე მიმოიხილავენ ქართულ ინტერნეტ სივრცეში ბოლო დროს აქტუალურ თემას, მათ შორის წინა კვირიდან გადმოყოლილ აურზაურს გურამ კაშიას თემაზე, ყვებიან უცნაურ და საინტერესო სატელეფონო აფიორაზე, განიხილავენ თესევსის გემის წარმოსახვით ექსპერიმენტს და ამავე სახელწოდების ფილმს და ბოლოს პოდკასტს ტროლინგის ისტორიაზე საუბრით ასრულებენ