შეარჩია დათო ლობჟანიძემ
3 დეკემბრიდან თბილისი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენას უმასპინძლებს, რომელიც თითქმის ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ახალი და ძველი ფილმი იქნება ნაჩვენები.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ფესტივალის მთავარი თემა ლიტერატურაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებელს ამ მიმართულებით არაერთი საინტერესო ნამუშევრის ნახვა შეეძლება. ქვეყანა ფოკუსში წელს იტალიაა – ფილმებს ამ ქვეყნიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. აქცენტი გაკეთდება ასევე ინგმარ ბერგმანზე და მის ცნობილ ნამუშევრებზე.
წელს ტრადიციულად კინოფესტივალი სექციებადაა დაყოფილი, ამიტომ მაყურებელს თავისი შეხედულებისამებრ, ფავორიტი თემის მიხედვით შეუძლია შეადგინოს საკუთარი პროგრამა. დეტალური პროგრამის ნახვა ფესტივალის ოფიციალური საიტზეა შესაძლებელი.
უკვე ტრადიცისიამებრ გთავაზობთ საინტერესო ფილმების ლიტაგორას ვერსიას. ამჯერად შერჩევის მთავარი ფილტრი გამოშვების, 2018 წელია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალზე არაერთი კარგი ძველი ფილმის ნახვა შეგეძლებათ, ისინი შერჩევის პროცესს გარეთ დარჩნენ. სია ასევე მხოლოდ სრულმეტრაჟიან ფილმებს ითვალისწინებს. შერჩევის კიდევ ერთი კრიტერიუმს სხვადასხვა ფესტივალებზე ამა თუ იმ ფილმის წარმატება და კრიტიკოსების შეფასებები წარმოადგენდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებთ საბოლოო სია შემდეგნაირად გამოიყურება. ასევე გაითვალისწინეთ, რომ რიგითობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
წარმოსახვითი მიწა/A Land Imagined
რეჟისორი: იეო სიევ ჰუა
ქვეყანა: სინგაპური
ხანგრძლივობა: 95 წუთი
სექცია: ჰორიზონტები
როდის/სად: 04 დეკემბერი 4, 21:00, ამირანი; 5 დეკემბერი 19:00, ამირანი 4
ქათქათა ფერფლი/Ash is Purest White
რეჟისორი: ციაჯან–კე
ქვეყანა: ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონი
ხანგრძლივობა: 141 წუთი
სექცია: ჰორიზონტები
როდის/სად: 4 დეკემბერი, 21.00, ამირანი 3
ომში/At War
რეჟისორი: სტეფან ბრიზე
ქვეყანა: საფრანგეთი
ხანგრძლივობა: 105 წუთი
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
როდის/სად: 6 დეკემბერი, 14.00, ამირანი 2
ახალგაზრდა ასტრიდი/Becoming Astrid
რეჟისორი: პერნილ ფიშერ ქრისტენსენი
ქვეყანა: შვედეთი გერმანია, დანია
ხანგრძლივობა: 123 წუთ
სექცია: ლიტერატურა და კინო
როდის/სად: 4 დეკემბერი, 16.00, ამირანი 3
ბიჭები ტირიან/Boys Cry
რეჟისორი: დამიანო დ’ინოჩენცო, ფაბიო დ’ინოჩენცო
ქვეყანა: იტალია
ხანგრძლივობა: 96 წუთი
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
როდის/სად: 4 დეკემბერი, 12:00, ამირანი 2; 8 დეკემბერი 16:00, ამირანი 1
ალმოდებული/Burning
რეჟისორი: ჩან–დონ ლი
ქვეყანა: სამხრეთი კორეა
ხანგრძლივობა: 148 წუთი
სექცია: ჰორიზონტები
როდის/სად: 6 დეკემბერი, 16:00, ამირანი 2
ბროლის გედი/Crystal Swan
რეჟისორი: დარია ჟუკი
ქვეყანა: ბელარუსი, აშშ, გერმანია, რუსეთი
ხანგრძლივობა: 93 წუთი
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
როდის/სად: 8 დეკემბერი, 14:00, ამირანი 1
გოგონა/Girl
რეჟისორი: ლუკას დონტი
ქვეყანა: ბელგია, ნიდერლანდები
ხანგრძლივობა: 100 წუთი
სექცია: საერთაშორისო კონკურსი
როდის/სად: 6 დეკემბერი, 21:00, ამირანი 1; 7 დეკემბერი, 12:00, ამირანი 3
ბალახი/GRASS
რეჟისორი: ჰონ სანსუ
ქვეყანა: სამხრეთ კორეა
ხანგრძლივობა: 66 წუთი
სექცია: ჰორიზონტები
როდის/სად: 7 დეკემბერი, 12:00, ამირანი 1
ბედნიერი ლაზარე/Happy As Lazzaro
რეჟისორი: ალიჩე რორვახერი
ქვეყანა: იტალია, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია
ხანგრძლივობა: 125 წუთი
სექცია: ქვეყანა ფოკუსში – იტალია
როდის/სად: 4 დეკემბერი, 21:00, ამირანი 1
დახლებს შორის/In the Aisles
რეჟისორი: ტომას შტუბერი
ქვეყანა: გერმანია, ავსტრია
ხანგრძლივობა: 125 წუთი
სექცია: დამზადებულია გერმანიაში
როდის/სად: 5 დეკემბერი, 16:00, ამირანი 4
ჩვენი დრო/Our Time
რეჟისორი: კარლოს რეიგადასი
ქვეყანა: მექსიკა
ხანგრძლივობა: 173 წუთი
სექცია: ჰორიზონტები
როდის:/სად 5 დეკემბერი, 16:00, ამირანი 3
აღლუმი/Parade
რეჟისორი: ნინო ჟვანია
ქვეყანა: საქართველო
ხანგრძლივობა: 87 წუთი
სექცია: გახსნის ფილმი
როდის/სად: 3 დეკემბერი, 20:00 (ფესტივალის გახსნა); 4 დეკემბერი, 14:00, ამირანი 1
დარტყმის ტალღები – ჩემი გონების დღიური/Shock Waves – Diary of My Mind
რეჟისორი: ურსულა მაიერი
ქვეყანა: შვეიცარია
ხანგრძლივობა: 70 წუთი
სექცია: ლიტერატურა და კინო
როდის/სად: 7 დეკემბერი, 12:00, ამირანი 2
ლოცვა/The Prayer
რეჟისორი: სედრიკ კანი
ქვეყანა: საფრანგეთი
ხანგრძლივობა: 107 წუთი
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
როდის: 7 დეკემბერი, 19:00, ამირანი 4
გვიანია, რომ მოკვდე ახალგაზრდა/Too Late to Die Young
რეჟისორი: დომინგა სოტომაიორი
ქვეყანა: ჩილე
ხანგრძლივობა: 58 წუთი
სექცია: ჰორიზონტები
როდის/სად: 5 დეკემბერი, 21:00 კინოს სახლი
არ შემეხო!/Touch Me Not
რეჟისორი: ადინა პინტილიე
ქვეყანა: რუმინეთი გერმანია, ჩეხეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი
ხანგრძლივობა: 100 წუთი
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
როდის: 5 დეკემბერი, 21:00, ამირანი 4; 9 დეკემბერი, 21:00, ამირანი 4
ფავორიტი/The Favourite
რეჟისორი: იორგოს ლანთიმოსი
ქვეყანა:ირლანდია დიდი ბრიტანეთი, აშშ
ხანგრძლივობა: 120 წუთი
სექცია: ევროპული კინოს ფორუმი
როდის: 9 დეკემბერი, 21:00, ამირანი 1
ასეთია ლიტაგორას პროგნოზი ტოპ 18 ფილმზე. თუმცა, აქვე გიტოვებთ იმ ფილმებს, რომლებსაც ძირითად სიაში მოსახვედრად ცოტა დააკლდათ. 3 Days in Quiberon, Euphoria, The Happy Prince, The Silent Revolution, Transit, 10 Years Thailand, Searching for Ingmar Bergman, Cold War