დღეს იუთუბი გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედია პლატფორმაა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მას ამ მხრივ ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, საერთაშორისო ტრენდი შეუქცევადია. მორიგი გადაცემის სტუმარი H1ta-აა, გამოცდილი ქართველი იუთუბერი, რომლის არხიც 28,000 გამომწერამდე ითვლის. H1ta, იგივე დათო ალავიძე, დათო ლობჟანიძესთან ერთად მიმოიხილავს იუთუბ ტრენდებს, საუბრობს იმაზე თუ რითი განსხვავდება იუთუბერი ტრადიციული ვიდეო შემნქნელებისგან, სად არის ქართული იუთუბი მსოფლიო რუკაზე და სხვა თემატურ საკითხებს