ინდექსი ლიტაგორას რუბრიკაა, რომელიც ყოველკვირეულად, ან შეძლებისდაგვარად ყოველკვირეულად, ამ ვებგვერდზე სხვადასხვა მედია რესურსს წარმოგიდგენთ. სიტყვა მედია აქ ყველაზე ფართო გაგებით უნდა გავიგოთ, რაც მოიცავს ყველაფერს, მუსიკიდან დაწყებული, წიგნებით გაგრძელებული და პოდკასტებით დამთავრებული.
ამ რუბრიკაში მოსახვედრად კონკრეტული რესურსი უნდა მოიცავდეს საგანმანათლებლო ელემენტს, იყოს ჩვენი აუდიტორიისთვის მეტ-ნაკლებად სიახლე და ეხმაურებოდეს მნიშვნელოვან თემას.
ძალიან მარტივად რთულ ისტორიულ მოვლენებზე
თუ ისტორია მშრალ ფაქტებად წარმოგიდგენიათ და მისგან თავს შორს ცუდი გამოცდილების გამო იკავებთ, OverSimplified ის იუთუბ არხია, რომელიც ამ დისციპლინას შეგაყვარებთ. არხების ავტორები სხვადასხვა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების აღსაწერად თხრობისთვის რამდენიმე ელემენტს იყენებენ. ამ ელემენტებს შორის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ანიმაცია და იუმორია.
რატომაა საინტერესო?
გარდა იმისა რომ ისტორიის თხრობა ანიმაციის საშუალებით საკმარისი მოტივაციაა არხის გამოსაწერად, მთავარი ალბათ ისაა, რომ OverSimplified-ის ავტორები ისტორიის მოსაყოლად არა მშრალ ფაქტებს, არამედ ამბებს გვიყვებიან და გარდა იმისა, რომ მათ ისტორიულ კონტექსტს არგებენ, არც თანამედროვე მაყურებელს ივიწყებენ და ამიტომ ამ ყველაფერს გასაგები და ჩამთვრევი ენით აკეთებენ.
კონკრეტულად რისი ნახვა შეგიძლიათ?
არხის ავტორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან არიან, ამიტომ აქ წარმოდგენილი ვიდეოების სანახავად ინგლისური ენის ცოდნა დაგჭირდებათ. არხის ერთადერთი ნაკლი ვიდეოების სიმწირეშია. ორი წლის განმავლობაში არხზე სულ 17 ვიდეოა ატვირთული და საშუალოდ სამ თვეში ერთხელ ნახლდება. ამ მომენტისათვის არსებული თემების ჩამონათვალის შემდეგნაირად გამოიყურება: საფრანგეთის რევოლუცია, ცივი ომი, ემუს ომი, ამერიკის რევოლუცია, მეორე მსოფლიო ომი, საფეხბურთო ომი, ფოლკლენდის ომი, ჰიტლერის ბიოგრაფია და პირველი მსოფლიო ომი