შეარჩია დათო ლობჟანიძემ
1-8 დეკემბერს თბილისი მორიგ საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს. ამჯერად საიბიულეოს, მე-20-ს. პროგრამა უკვე ცნობილია, რომელიც როგორც ყოველთვის დატვირთულია და უამრავ ფილმს მოიცავს. ტრადიციას არც წელს ვუღალატეთ და ფილმების გრძელი სიიდან ფილმების ლიტაგორისეულ სელექციას გთავაზობთ. სასიხარულოა, რომ წლევანდელ სიაში 17 ფილმიდან 2 ქართული წარმოებისაა, რაც აქამდე ლიტაგორაზე არ მომხდარა. ეს ფაქტი წლევანდელი ქართული კინოს გაუმჯობესებულ ხარისხზე მეტყველებს.
ფესტივალზე სხვადასხვა ეპოქის ფილმები იქნება ნაჩვენები, როგორც წინა წლებში რეტროსპექტიული ნაწილი კარგად არის წარმოდგენილი, თუმცა მოცემულ სიაში ფოკუსი მხოლოდ ახალ კინოზე იქნება. საჩვენებელი ფილმების სრული სიის ნახვა აქ შეგიძლიათ. ლიტაგორას წლევანდელი სია, რომელშიც რიგითობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, კი შემდეგნაირად გამოიყურება
უკაცრავად, სახლში არ დაგვხვდით /Sorry We Missed You
რეჟისორი: კენ ლოუჩი
ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ბელგია
ხანგრძლივობა: 101 წუთი
სექცია: ქვეყანა ფოკუსში
ალმოდებული ქალის პორტრეტი/Portrait of a Lady on Fire
რეჟისორი: სელინ სკიამა
ქვეყანა: საფრანგეთი
ხანგრძლივობა: 121 წუთი
სექცია:ევროპული ფორუმი
უარყოფითი რიცხვები/Negative Numbers
რეჟისორი: უტა ბერია
ქვეყანა: საქართველო
ხანგრძლივობა: 90 წუთი
სექცია: უარყოფითი რიცხვები
ბაკურაუ/Bacurau
რეჟისორი: ჯულიანო დორნელესი, კლებერ მენდონსა ფილო
ქვეყანა: ბრაზილია, საფრანგეთი
ხანგრძლივობა: 131 წუთი
სექცია: ამერიკები
სიმართლე/The Truth
რეჟისორი: ჰიროკაძუ კორეედა
ქვეყანა: საფრანგეთი, იაპონია
ხანგრძლივობა: 106 წუთი
სექცია: ევროპული ფორუმი
Young Ahmed/ახალგაზრდა აჰმედი
რეჟისორი: ჟან-პიერ და ლიუკ დარდენი
ქვეყანა: ბელგია, საფრანგეთი
ხანგრძლივობა: 90 წუთი
სექცია: ევროპული ფორუმი
დაბადება/Genesis
რეჟისორი: ფილიპ ლესაჟი
ქვეყანა: კანადა
ხანგრძლივობა: 129 წუთი
სექცია: ამერიკები
სატყუარა/Bait
რეჟისორი: მარკ ჯენკინი
ხანგრძლივობა: 89 წუთი
ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო
სექცია: ქვეყანა ფოკუსში
მშვიდობით, ჩემო ბიჭო!/So Long, My Son
რეჟისორი: ვან სიაოშუაი
ხანგრძლივობა: 185 წუთი
ქვეყანა: ჩინეთი
სექცია: ჰორიზონტები
მომეცი თავისუფლება!/Give Me Liberty
რეჟისორი: კირილ მიხანოვსკი
ხანგრძლივობა: 110 წუთი
ქვეყანა: ა.შ.შ.
სექცია: ამერიკები
ღორი/Pig
რეჟისორი: გიგა ლიკლიკაძე
ხანგრძლივობა: 80 წუთი
ქვეყანა: საქართველო
სექცია: ქართული სრულმეტრაჟიანი
მონოები/Monos
რეჟისორი: ალეხანდრო ლანდესი
ხანგრძლივობა: 102 წუთი
ქვეყანა: კოლუმბია, არგენტინა, ნიდერლანდები, გერმანია, შვედეთი, ურუგვაი, ა.შ.შ., შვეიცარია, დანია
სექცია: ამერიკები
ვიტალენა ვარელა/Vitalina Varela
რეჟისორი: პედრო კოშტა
ხანგრძლივობა: 124 წუთი
ქვეყანა: პორტუგალია
სექცია: ევროპული ფორუმი
სუვენირი/The Souvenir
რეჟისორი: ჯოანა ჰოგი
ხანგრძლივობა: 120 წუთი
ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო, ა.შ.შ.
სექცია: ქვეყანა ფოკუსში
ექო/Echo
რეჟისორი: რუნარ რუნარსონი
ხანგრძლივობა: 79 წუთი
ქვეყანა: ისლანდია
სექცია: ევროპული ფორუმი
მსტვენელები/The Whistlers
რეჟისორი: კორნელიუ პორუმბიუ
ხანგრძლივობა: 97 წუთი
ქვეყანა: რუმინეთი, საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი
სექცია: ევროპული ფორუმი
გამომშვიდობება/The Farewell
რეჟისორი: ლულუ ვანი
ხანგრძლივობა: 100 წუთი
ქვეყანა: ა.შ.შ., ჩინეთი
სექცია: ამერიკები
ბონუსად 9 ფილმი რომელიც სიაში მოხვედრასთან ახლოს იყო: Synonyms, The Portuguese Woman, Love Trilogy: Chained, Family Members, Matthias & Maxime, Gundermann, Martin Iden, The Traitor, The Wild Goose Lake