2019 წლის 10-13 ოქტომბერს ბაკურიანმა კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ქართული კინოს ფორუმს უმაპსინძლა. აღნიშნული ფორუმი 2017 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. ფორუმში მონაწილეობა რეჟისორებმა, პროდიუსერებმა, კინომცოდნეებმა, კრიტიკოსებმა და კინო მიმომხილველებმა მიიღეს. ჩვენებზე დასწრება ასევე ყველა მსურველს შეეძლო. ფორუმზე სულ ექვსი ფილმი იყო წარმოდგენილი (ხუთი მხატვრული და ორი დოკუმენტური). ვიდეო პოდკასტის ფარგლებში კინომცოდნე ნინი შველიძე, სინეასტი გიორგი გეთიაშვილი, კინომცოდნე ალექსანდრე გაბელია და პოდკასტის წამყვანი, დათო ლობჟანიძე, ფორუმზე ნაჩვენებ სრულმატრაჟიან მხატვრულ ფილმებს მიმოიხილავენ და ასევე საუბრობენ პანელ დისკუსიებზე განხილულ თემებზე