რამდენიმე წლის წინ ნოამ ჩომსკის, ამერიკელ ლინგვისტს და ფილოსოფოსს, ჰკითხეს თუ რას ნიშნავს იყო განათლებული. გთავაზობთ ჩომსკის პასუხის ქართულ თარგმანს. 

ნოამ ჩომსკი მქვია, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პენსიაზე გასული პროფესორი ვარ, ამ ინსტიტუტში 65 წლის განმავლობაში ვმუშაობდი.

ვფიქრობ საუკეთესო ვარიანტი ვუპასუხო კითხვას თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილად განათლებული საკითხზე კლასიკური შეხედულებების გახსნებაშია, მაგალითად  თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის დამაარსებლის ვილჰელმ ჰუმბოლდტის შეხედულების. ჰუმბოლდტი გამორჩეული ჰუმანისტი და განმანათლებელი იყო, რომელიც განათლებაზე და ადამიანის განვითარებაზე ძალიან ბევრს წერდა.  ვფიქრობ, ის ძალიან მართებულად თვლიდა რომ  შემდგარი ადამიანისთვის მთავარი პრინციპი და მოთხოვნა დამოუკიდებლად კვლევის და შემოქმედებითი პროცესის შექმნის აუცილებლობაში მდგომარეობს რომელიც არ დაექვემდებარება გარე კონტროლს.

თანამედროვე კოლეგა რომ გავიხსენოთ, ერთი ცნობილი ფიზიკოსი აქ [ინსტიტუტში], თავის ლექციებზე ამბობდა – არ არის მნიშვნელოვანი რას გასწავლით ლექციებზე, მნიშვნელოვანია რას აღმოაჩენთ თქვენ თავად.

ამ შეხედულების მიხედვით ნამდვილი განათლება ისაა როდესაც თქვენს ხელთ არსებული რესურებიდან კვლევა და შექმნა შეგიძლიათ, იმ რესურსებიდან რომლის გაგება და გააზრება შეძელით… [მნიშვნელოვანია] იცოდეთ სად ეძებოთ, იცოდეთ თუ როგორ ჩამოაყალიბოთ კითხვები, თუ ამის საჭიროება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოთ სტანდარტული დოქტრინა, იპოვოთ თქვენი გზა, ჩამოაყალიბოთ საკვლევად საინტერესო კითხვები და განავითაროთ გზა რომელიც ამ ძიებაში დაგეხმარებათ.

ეს ყველაფერი ნიშნავს იცოდეთ, გესმოდეთ ბევრი რამ… მაგრამ თავში შეგროვებულზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იცოდეთ სად ეძებოთ, როგორ დასვათ კითხვები, როგორ შეიტანოთ ეჭვი, როგორ განაგრძოთ დამოუკიდებლად სამყაროს მიერ შემოთავაზებული გამოწვევებთან შეჭიდება და თვითგანათლების და კვლევის პროცესში განვითარდეთ სხვა ადამიანებთან თანამშრომლობის და სოლიდარობის პრინციპზე დაყრდნობით.

ამას უნდა კულტივირებდეს საგანმანათლებლო სისტემა საბავშვო ბაღიდან უნივერსიტეტამდე.  საუკეთესო შემთხვევებში, ხანდახან ამ ყველაფრის შედეგად ვიღებთ ადამიანებს რომლებიც, ყოველშემთხვევაში ჩემი სტანდარტების მიხედვით, ნამდვილად განათლებულები არიან.

წყარო აქ 

მსგავს თემაზე