2018 წლის ივნისში გიორგი კარანაძის, მიხეილ ციხელაშვილის და დათო ლობჟანიძის მონაწილეობით “საუბრები პოპ კულტურაზე”-ს ფარგლებში ტრეშზე ვიდეო პოდკასტი ჩავწერეთ. გადაცემაში მონაწილეები არაერთ უცხოურ და ქართულ ფილმებს შეეხნენ, რომელთა შორის ერმალო მაღრაძის შემოქმედებას მნიშვნელოვანი დრო დაეთმო. გადაცემას ერმალო მაღრაძე გამოეხმაურა და ერთგვარი გაგრძელების ჩაწერის ინიციატივით გამოვიდა. მორიგი პოდკასტი წინა პოდკასტის ერთგვარი სიქველია, სადაც ერმალო მაღრაძე და დისკუსიის სხვა მონაწილეები ტრეშს და ზოგადად კინოს მიმოიხილავენ