2019 ნოემბერში ლონდონმა ეკონომისტის, საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის იანის ვარუფაკისის და მუსიკოსის ბრაიან ინოს, შეხვედრას უმასპინძლა.
ღონისძიების თემა ძალაუფლება, ფული და რადიკალური ცვილელები იყო. მას მოდერაცია ჟურნალისტმა რიტულა შაჰმა გაუწია. გთავაზობთ მოკლე ამონარიდს შეხვედრიდან, ბრაიან ინოს კომენტარს პირველ კითხვაზე რომელიც ინდივიდის და საზოგადოების თემას ეხებოდა.
[ბრაიან ინო] საკითხი რომელიც უკვე წლებია მაინტერესებს იმაში მდგომარეობს თუ საიდან მოდის შემოქმედობითობა, საიდან მოდის ინტელექტი. და სულ უფრო ვრწმუნდები რომ ის უფრო მეტად საზოგადოებისგან მომდინარეობს ვიდრე ინდივიდებისგან როგორც ეს ხშირად გვგონია.
ის მოდის ფიქრის და ქმედების საერთო ველიდან, მთლიანი ეკოსისტემიდან. აქედან წარმოშობილის რაღაც ნაწილი ინტელექტუალურ ნამუშევარს ჰგავს, ნაწილი არა. თუმცა სწორედ ეს წარმოშობს ახალ იდეებს, ამიტომ გამუდმებით ვამბობ რომ იდეებს ხშირად ერთი ადამიანი გამოხატავს, თუმცა თითქმის ყოველთვის ისინი ბევრი ადამიანის მიერაა გამომუშავებული.
ჩვენ ხშირად ვაჯილდოვებთ ერთ ადამიანს სხვების ხარჯზე. დაჯილდოვების ასეთი სისტემა სარგებელის მომტანი იყო ჩემთვის, თუმცა სულ უფრო და უფრო მეტი კითხვა მაქვს მის მიმართ.
[რიტულა შაჰი] და თქვენ როგორც ინდივიდი, ფიქრობთ თუ არა რომ ინდივიდის ურთიერთობა ადამიანთა ჯგუფებთან მთავარია ამ ყველაფერში? როკ ჯგუფები მახსენდება, სამყარო რომელშიც თქვენ მოღვაწეობთ. როგორი ურთიერთქმედებაა ასეთ შემთხვევაში?
[ბრაიან ინო] ძალიან საინტერესო პროცესია. ხშირად ვიყენებ სიტყვას ‘ქიმია’, ეს ის სიტყვაა რომელსაც ყველა იყენებს. თუმცა, მე მის ძალიან პირდაპირ გაგებას ვგულისხმობ.
სიტყვაზე აიღეთ რკინა, 100 პროცენტიანი რკინა, რომელიც მყიფე, მძიმე და სხვა თვისებების მქონეა. თუ მას ნახშირბადის ოთხ პროცენტს დაუმატებთ, მიიღებთ ფოლადს. ეს სულ სხვა მასალაა და ხშირად ჯგუფების ქიმია ანალოგიურად გამოიყურება. ვხედავთ ერთ ადამიანს რომელიც ბევრს ხმაურობს და ლიდერს ჰგავს, თუმცა ძალიან ხშირად არის ბევრი სხვა ადამიანი ვინც ამდენს არ ხმაურობს მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ასეთ ანალოგიას ბევრ სხვა შემოქმედებით შემთხვევებშიც ვხედავ. ერთი რამ რითაც დავინტერესდი, მე-19 ბოლოს დასასრულის და მე-20 საუკუნის დასაწყისში პოპულარული სალონებია სადაც შემოქმედებითი გარემო იქმნებოდა.
სალონები თითქმის ყოველთვის ადამიანთა დიდ ჯგუფებს წარმოადგენდნენ, მათი უმეტესობის სახელები ისტორიას არ შემორჩა, თუმცა ეს ადამიანები ამ ეკოლოგიის ნაწილი იყვნენ, მათ შორის მასპინძელი ქალები რომლებიც სალონებს აორგანიზებდნენ და ბევრ ადამიანს კრებდნენ.