რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ.
ამ ეპიზოდში სტუმრად ქეთი ბახტაძე გვყავს, ჟურნალისტი და ფილოლოგი. ქეთი კინოში შემოქმედების სხვადასხვა სახეებზე გვესაუბრება და ამას სამი ცნობილი ფილმის მაგალითზე აკეთებს. ეს ფილმებია, ჯიმ ჯარმუშის 2016 წლის პატერსონი, ჯოელ და ითენ კოენის 1991 წლის ბარტონ ფინკი და პედრო ალმოდოვარის 2019 წლის ტკივილი და დიდება