დიალოგებით მდიდარ ფილმებში დიდი დატვირთვა მსახიობის ოსტატობაზე მოდის. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის თუ რას და როგორ ამბობს ესა თუ ის პერსონაჟი, არამედ რეაქცია რომელსაც ეკრანზე ვხედავთ. რეაქციის ჩვენებაში დიდ როლს რეჟისორი და მონტაჟი თამაშობს, იმდენად დიდს რომ ერთნაირი მოცემულობების შემთხვევაში (მსახიობები, კოსტიუმების დიზაინი, განათება და ა.შ.) სცენის რეჟისურას რადიკალურად განსხვავებული შედეგების მოტანა შეუძლია. ეს ვიდეო ასეთი მიდგომის მარტინ სკორსეზეს მიერ შექმნილი საკულტო სცენის გარჩევას წარმოადგენს
Goodfellas | როგორ გამოვიყენოთ რეაქცია ამბის თხრობისას
