“კინოსკოლა ლიტაგორა” ჩვენი სპეცპროექტია რომელსაც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ვამზადებთ. პროექტის ფარგლებში გთავაზობთ 10 ვიდეოს, თითოში კონკრეტული დარგის პროფესიონალი ვრცლად საუბრობს ამა თუ იმ თემაზე, იქნება ეს სცენარის წერა, განათებაზე და ხმაზე მუშაობა, თუ რომელიმე სხვა კომპონენტი რომლის გარეშეც კინო ვერ იარსებებდა.
ხშირ შემთხვევაში კინო წარმოებისას მაყურებელმა იცის თუ ვინაა ფილმის რეჟისორი, მსახიობები და სცენარისტი, მაგრამ ხშირად ყურადღების მიღმა რჩევა ნაკლებად შესამჩნევი, მაგრამ მნიშვნელოვანი რგოლის წარმომადგენლები, რომლის გარეშეც კონკრეტული ნამუშევარი ვერ შეიქმნებოდა. ერთ-ერთ ასეთ რგოლს ლოკაციების მენეჯერი წარმოადგენს.
ამ თემაზე კინოსკოლის მესამე ეპიზოდში სასაუბროდ ლოკაციის მენეჯერი ანა ბარჯაძე მოვიწვიეთ, რომელიც საუბრობს დეტალურად ყველა იმ საკითხზე რომელსაც ამ პროფესიის წარმომადგენელს ფილმზე მუშაობისას უწევს.
თუ აქამდე ჩვენი არხის შესახებ არ გსმენიათ, და ეს ვიდეო მოგეწონათ, დაგვეხმარეთ მის გაზრდაში, რაც მისი გამოწერით და შემდეგ ზარის ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ