რამდენიმე წლის წინ რეჟისორი ადამ მაკკეი და ადამ სიროტა, ჟურნალისტი და სცენარისტი (რომელიც ასევე ბერნი სანდერსის საპრეზიდენტო კამპანიისას კანდიდატის სპიჩრაიტერი იყო) კლიმატის ცვლილებაზე საუბრისას უჩიოდნენ თუ რამდენად ნაკლები ყურადღება ექცევა ამ საკითხს მედიაში. სწორედ ამ საუბრიდან დაიბადა ფილმის იდეა, მასზე მუშაობის პროცესი კი კოვიდ-19 პანდემიას დაემთხვა, ამიტომ არაა გასაკვირი რომ ნამუშევრის გამოსვლის შემდეგ ზოგიერთმა მაყურებელმა “არ აიხედოთ” პანდემიის კრიტიკად აღიქვა.
მიუხედავად იმისა რომ ფილმში ასახული კომეტა რომელიც დედამიწას ეცემა ცხადია კლიმატის ცვლილებების მეტაფორაა, ადამ მაკკეის ფილმი სისტემის კრიტიკად უნდა დავინახოთ, იმ სისტემის რომლის სათავეში მყოფი ძალაუფლების ვექტორები (იქნება ეს მედია თუ პოლიტიკური ელიტა) უარს აცხადებენ გადადგან ქმედითი ნაბიჯები მოახლოვებული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად
არ აიხედოთ (Don’t Look Up) | აიხედეთ
